მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის ვერდიქტი: რუსეთი 2018 წლის ოლიმპიადიდან მოიხსნა

მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის ვერდიქტი: რუსეთი 2018 წლის ოლიმპიადიდან მოიხსნა

  • სპორტი
  • 06 დეკემბერი, 2017
  • 00:57
  • მაგდა კლდიაშვილი

რამდენიმე წუთის წინ, მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს.

მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ რუსეთის მიმართ ძალიან მკაცრი სანქციები გამოიტანა. სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთიდან სპორტსმენებს შეეძლებათ ინდივიდუალურად გამოსვლა, თუმცა მათ გამარჯვების შემთხვევაში არავინ ჩაურთავს ჰიმნს და არავინ აღმართავს რუსეთის დროშას.

მოკ-ის ვერდიქტი კი ასეთია:

1. მოკ-მა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დისკვალიფიკაცია მისცა, რომლის საფუძველზეც რუს სპორტსმენებს არ ექნებათ საკუთარი დროშის ქვეშ ასპარეზობა. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ალექსანდრე ჟუკოვს ჩამოერთვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობა და ის ვალდებულია, ჯარიმის სახით გადაიხადოს 15 მილიონი დოლარი, რომელიც დამოუკიდებელი დოპინგ კონტროლის სისტემის განვითარებისთვის დაიხარჯება.

2. ვიტალი მუტკომ ოლიმპიურმა კომიტეტმა სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯა. ის ვერასდროს შეძლებს ოლიმპიურ მოძრაობაში საქმიანობას და ამავე სანქციებით დაისაჯა მისი მოადგილე, იური ნაგორნიხი, რომელიც მოხვედრილი იყო მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელის, რიჩარდ მაკლარენის დამოუკიდებელ ანგარიშში.

4. მოკ-ის პრეზიდენტმა, თომას ბახმა აღმასკომის გადააწყვეტილებას პოლიტიკურად ნეიტრალური უწოდა.

"ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად თავისუფალია პოლიტიკისგან. ჩვენი სპონსორები, მაუწყებლები, ყველამ კარგად იციან რომ მოკი ნეიტრალური ორგანიზაციაა. არ დავუშვებთ პოლიტიკურ გავლენას ოლიმპიური თამაშების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას. ნეიტრალიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს", - განაცხადა ბახმა და აღნიშნა, რომ რუსი სპორტსმენების მიერ მომავალი თამაშების ბოიკოტირებას აზრი არ აქვს.
"სუფთა რუსებს ჩვენ მივეცით შანსი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის. იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანაში პრობლემებია, გამოადგება რუსეთს მომავალი სუფთა სპორტული ქვეყნის მშენებლობისთვის. ეს უკეთესია, ვიდრე ახალი კედლის მშენებლობა რუსეთსა და საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობას შორის.

5. რუსი სპორტსმენების მხრიდან ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში მიიჩნევენ, რომ სპორტსმენების გადასაწყვეტია თავად, მიიღებს ნეიტრალური სტატუსით ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას თუ ერთგული დარჩება საკუთარი ქვეყის დროშის. მოკ-ი მოუწოდებს რუს სპორტსმენებს, რომ მიიღონ მონაწილეობა და მოიგონ პრიზები.

6. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ნაკრების წევრებზე ძიება გრიგორი როდჩდენკოვას ანტიდოპინგური საგენტოს შედეგების გამო დაიწყო. 2016 წელს ქიმიკოსი რუსეთიდან ამერიკაში გაიქცა, სადაც რამდენიმე თვის შემდეგ მან "ნიუ იორკ თაიმსს" საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც დეტალურადაა აღწერილი დოპინგ-ტესტების შედეგები და მათი გამოყენება რუსი სპორტსმენების მიერ. მან დაადანაშაულა სოჭის ოლიმპიადის გამარჯვებულები აკრძალული პრეპარატების მიღებაში. ამ სპორტსმენების რაოდენობა განსაკუთრებით დიდი იყო 1014 წლის ოლიმპიადაზე. მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის განმარტებით, მათი გადაწყვეტილება მხოლოდ როდჩენკოვას ლაბორატორიის შედეგებსა და სიტყვებს არ ეფუძნება, არამედ მათ სხვა დოკუმენტური მტკიცებულებებიც აქვთ, რომლებიც ობიექტური და მიუკერძოებელია.

7. ამ დროისთვის რუსეთის ნაკრებს სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული 10 მედალი უკვე ჩამოერთვა.

8. 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მსურველი რუსი სპორტსმენები სპეციალურად მათთვის შედგენილ დოპინგ-ტესტს ჩააბარებენ. 

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

9 საათის წინ

შეხვედრას არც ტემპი აკლდა და არც მაყურებელი, ერთადერთი, რომლის მიმართაც ყველაზე ხშირად ისმოდა უცენზურო გამონათქვამები, მატჩის მთავარი არბიტრი, ჯენერი ხორავა იყო, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირება არც თუ დამაჯერებლად განსაჯა. ანგარიში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237