აჭარაში, რეგიონის სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს

აჭარაში, რეგიონის სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე,მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს წევრი სულიკო თებიძე, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ ცისკარაძე, დეპარტამენტის მოადგილე მამუკა თურმანიძე, ამავე სამმართველოს სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ზვიად ჯაფარიძე ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. 

შეხვედრის მიზანს რეგიონის სკოლებში არსებული მდგომარეობის შეფასება, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობის გააუმჯობესება წარმოადგენდა.  
 
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა აღნიშნა, რომ განათლების ფონდი/ ბათუმის მასწავლებლის სახლი ახორციელებს ტრენინგ-მოდულს,რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს  მასწავლებლის მომზადება, რათა შეძლონ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკის შემცირებაში წვლილის შეტანა, ჩაატარონ რეგულარული სიმულაციები მოსწავლეებისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევის გამოსამუშავებლად და  მოამზადონ საჭირო მასალა საგანგებო სიტუაციისათვის.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

28 წუთის წინ

ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იობიძემ თანამაშრომლებს სამუშაო სპეცტანსაცმელი - მაისურები, კეპები, საწვიმრები და ბოტები, გადასცა. წყალტუბოს დასუფთავებას 50-მდე მეეზოვე და დამხმარე ემსახურება.

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341