უკრაინაში, შესაძლოა, რუსული აგრესიის საჯაროდ უარყოფა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს

უკრაინაში, შესაძლოა, რუსული აგრესიის საჯაროდ უარყოფა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს

უკრაინის ეროვნული დეპუტატი ანტონ გერაშენკო ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში დამატებითი კანონპროექტის დარეგისტრირებას აპირებს, რომელიც რუსული აგრესიის უარყოფის შემთხვევაში 5 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ გერაშენკო თავის ფეისბუქზე წერს.

"იმისათვის, რომ დაცული იქნას უკრაინის საინფორმაციო სივრცე და კანონის ძალა იქნეს გამოყენებული, დღეს ხელი მოვაწერე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 442-1 მუხლში კანონპროექტის დამატებას, რომლითაც ვთავაზობ, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში (5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) იქნეს მიცემული პირი, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის ფაქტს უკრაინის წინააღმდეგ საჯაროდ უარყოფს", - წერს გერაშენკო.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საჯარო გამოსვლები, რომლებიც რუსული აგრესიას უარყოფს კანონით არ ისჯება.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237