სოფო შევარდნაძე სააკაშვილზე: რუსული ტელევიზიით მასზე კომენტარის გაკეთება არ მინდა

სოფო შევარდნაძე სააკაშვილზე: რუსული ტელევიზიით მასზე კომენტარის გაკეთება არ მინდა

"როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს მე სააკაშვილის მიმართ, ჩემმა ხალხმა ოდესღაც ის აირჩია პრეზიდენტად", -  ამის შესახებ ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე  ОРТ-ს ეთერში გადაცემა "Время покажет"-ში აცხადებს.

"მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს დადებითი. მან დაამხო ის ხელისუფლება რომლის ხელმძღვანელიც ბაბუაჩემი(1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი. ედუარდ შევარდნაძე.რედ.) იყო  და ამ გზით მოვიდა ხელისუფლებაში. 

მე მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, იმ დროიდან, როდესაც ის ბაბუაჩემის მმართველობის დროს იუსტიციის მინისტრი იყო. მინდა სწორად გამიგოთ. მე მაქვს ორი ქვეყანა-რუსეთი და საქართველო. და მე ორივე ზუსტად ისე მიყვარს, როგორც უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო. მე არ მინდა არჩევანის გაკეთება, რადგან ორივე რუსეთიც და საქართველოც ჩემი ქვეყანაა. და როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს მე სააკაშვილის მიმართ, ჩემმა ხალხმა ოდესღაც ის აირჩია პრეზიდენტად. ახლა რად გადაიქცა ის, ალბათ, თქვენ თვითონაც ხედავთ. მაგრამ მე არ. მინდა მასზე კომენტარის გაკეთება რუსულ ტელევიზიაში, ზუსტად ისევე როგორც არასდროს არ გავაკეთებ კომენტარს არც ყოფილ და არც ამჟამინდელ რუსეთის პრეზიდენტზე. იმედია გამიგებთ",-განაცხადა სოფო შევარდნაძემ.


შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით დააკავეს, თუმცა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიციელების მიერ მიკროავტობუსში იყო მოთავსებული, მომხრეებმა გაათავისუფლეს. 

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

23 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054