კობახიძე: გვაქვს მმართველობის სტილი, სადაც გადაწყვეტილებები კონსულტაციებით მიიღება

კობახიძე: გვაქვს მმართველობის სტილი, სადაც გადაწყვეტილებები კონსულტაციებით მიიღება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვის სამსახური არ გაერთიანდება, მმართველმა გუნდმა კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით მმართველმა გუნდმა უკან დაიხია.

„თუ უკან დახევას უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იმას, რომ შედგა კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე შეჯერდა პოზიციები, მაშინ, შეუძლიათ, ამას ეს დაარქვან. ეს იყო კონსულტაციები, რაც არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ეს ნამდვილად არ გვახსოვს ჩვენ გასული წლებიდან, ადრე ყველაფერი წყდებოდა ერთპიროვნულად, იყო ასეთი პრინციპები მმართველობაში. ჩვენ გვაქვს მმართველობის სტილი, სადაც კონსულტაციების საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები. ჩვენ ვართ მოხარული, რომ შედგა ასევე სიღრმისეული განხილვა ამ საკითხის, მათ შორის, მთავრობასა და პარლამენტს შორის და ზუსტად ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

1 საათის წინ

"დაამტკიცეს აჭარის მთავრობის ახალი მეათაური და ისევ გამახსენდა დიდი მსგავსება ჩემსა და იმანუელ კანტს შორის. იმას მაღლა ცაში ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აოცებდა და მორალური კანონები საკუთარ თავში. მეც ხომ მასავით ორი რამ მაოცებს:...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080