ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი - თბილისში პირველი მულტიმედიური სამუზეუმო სივრცე გაიხსნა

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი - თბილისში პირველი მულტიმედიური სამუზეუმო სივრცე გაიხსნა

თბილისს პირველი მულტიმედიური სამუზეუმო სივრცე შეემატა. ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული მემორიალური სახლ-მუზეუმი დღეს საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც კახა კალაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, თბილისის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არსებული კულტურული ძეგლების შენარჩუნება და მოვლა-პატრონობაა.

''ძალიან გახარებული ვარ. თქვენ თვითონ ხართ მოწმე, როგორ არის ყველაფერი გაკეთებული ტექნოლოგიურადაც. 3D ანიმაცია მართლაც საოცრებაა, რაც აქ მოსულ დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, ყველაფერი რეალობაში აღიქვას. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გაგვაჩნია, ჩვენი კულტურა და ტრადიციებია, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამ მიმართულებით მუშაობა იქნება, რათა მომავალ თაობას ეს ყველაფერი მოვლილი და მოწესრიგებული გადავცეთ'', - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მისასალმებელია, რომ „იუნესკო“-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე საერთაშორიო მნიშვნელობის ღონისძიებათა ნუსხაში შეიტანა.

სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია 2017 წელს განხორციელდა. საგამოფენო სივრცეში პირველად არის გამოყენებული თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია.

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18 წუთის წინ

ადგილობრივი მცხოვრებლების განაცხადის საფუძველზე, პროექტით I, II და III სადარბაზოს გადახურვა განახლდება. პროექტის ღირებულება 14 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341