დაზვერვის სამსახურისა და სუს-ის გაერთიანებაზე კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიეს

დაზვერვის სამსახურისა და სუს-ის გაერთიანებაზე კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიეს

პარლამენტიდან დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ უკან გაიწვია.  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დაზვერვის სამსახურისა და სუს-ის გაერთიანების შესახებ კანონპროექტები, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტის თანმდევია. გაერთიანების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. 

"გაწვეულია მთელი რიგი კანონპროექტები. საუბარი იყო იმაზე, რომ დაზვერვის სამსახური უნდა შეერთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა, შედგა ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო კონსულტაციები, და ამის შემდეგ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ შესაბამის ნაწილი იქნას გაწვეული. შესაბამისად ინიცირებული აღარ არის დაზვერვის სამსახურისა და სუს-ის გაერთიანება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

8 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237