რა სახის დახმარება გაეწევათ სოფელ ტუნაძეებში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს

რა სახის დახმარება გაეწევათ სოფელ ტუნაძეებში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს

ხულოში სოფელ ტუნაძეებში ხანრის შედეგად 5 შენობა ნაგებობა დაიწვა: ორი საცხოვრებელი სახლი, ორი დამხმარე შენობა ნაგებობა და ერთი დროებითი სკოლის შენობა. ღია ცის ქვე დარჩა ხარაბაძეების ოჯახი, სკოლის გარეშე დარჩა სოფლის 104 მოსწავცლე. 

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს, ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი. მერის გოჩა მელაძის განცხადებით, მათი 10 ათას ლარიან პროგრამაში ჩართვა მოხდება, მისივე თქმით ოჯახების შეშით უზრუნველყოფის საკითხზეც მუშაობენ. 

„ამ დროისთვის მოქალაქეები არიან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი. ვმუშაობთ ქირით დროებით დაბინავებაზე. ამასთან ვმუშაობთ იმ საკითხზეც, რომ 10 ათას ლარიანი პროგრამის ფარგლებში დავეხმაროთ . ჩვენი მერიის თანამშრომლები თვისი ინიციატივით დღსვე პირველადი კვების პროდუქციას ავიტანთ, ასევე ვმუშაობთ შეშით უზრუნვეყოფის საკითხზე, ეს არის ძირითდად ის დახმარება რისი გაწევაც ჩვენ შეგვიძლია", - განაცხადა "აიპრესთან" ხულოს მერმა გოჩა მელაძემ. 

რაც შეეხება სკოლას, ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ხანძარს შენობიდან ინვენტარის ძირითადი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა, მისივე თქმით ხანძარს საკანცელარიო ნივთები, საქმის წარმოების დოკუმენტაცია, ჟურნლები და წიგნების ძირითადი ნაწილიც გადაურჩა. 

ედუარდ მიქელაძის განცხადებით, ტუნაძეებში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება გაცდენილ დღეებს კი შაბათის ხარჯზე აანაზღაურებენ. მიქელაძის განცხადებით მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი შესაძლოა სოფელში არსებულ ორ საცხოვრებელ სახლში გააგრძლონ სადაც ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობს.

გურჯაანში სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდება

გურჯაანში სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდება

11 საათის წინ

"16 ცალი რადარი მერიას უკვე შეძენილი აქვს. წელს გაფორმდა მეორე ეტაპი ხელშკრულების, რადარების შეძენაზე, სულ თანხით 53 ათას 924 ლარი. ჯერჯერობით ლოკაციები განსაზღვრული არ არის. ამას საპატრულო პოლიცია და საგზაო დეპარტამენტი ერთობლივად...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237