Wall Street Journal: აშშ "რუსეთის აგრესიის" წინააღმდეგ ახალ სტრატეგიაზე მუშაობს

Wall Street Journal: აშშ "რუსეთის აგრესიის" წინააღმდეგ ახალ სტრატეგიაზე მუშაობს

ამერიკის შეერთებული შტატები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის „რუსეთის აგრესიის“ წინააღმდეგ ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიაში ასევე გათვალისწინებულია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებული ბირთვული იარაღის საფრთხე, გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩინეთის მზარდი გავლენა აზიაში და რუსეთის მხრიდან "პროპაგანდის მცდელობა დასავლეთში".

როგორც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ გამოცემას განუცხადა, სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა მარტიდან მიმდინარეობს, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი ჰერბერტ მაკმასტერი გახდა.

შეერთებულმა შტატებმა Vigilant Ace-ის სახელწოდების სწავლებაში მონაწილეობის მიღებისთვის, რომელიც სამხრეთ კორეაში 8 დეკემბრამდე გაგრძელდება, ექვსი Raptor F-22 ტიპის ავიაგამანადგურებელი და ამავე რაოდენობის F-35A ტიპის გამანადგურებელი- ბომბდამშენი გადაისრლა. 

Vigilant Ace-ის სახელწოდების სწავლება ყველაზე მასტაბურია ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების ისტორიაში. მასში 230-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და ორი ქვეყნის 12,000 მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

როგორც კორეის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, Vigilant Ace მიზნად ისახავს საჰაერო ძალების ტესტირებას, ასევე საგანმანათლებო მიზნით ზუსტი დარტყმების განხორციელებას.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237