გოგია ზუგდიდის მერიის თანამშრომლის დაკავებაზე: ყველა მსგავსი გადაცდომა უმკაცრესად დაისჯება

გოგია ზუგდიდის მერიის თანამშრომლის დაკავებაზე: ყველა მსგავსი გადაცდომა უმკაცრესად დაისჯება

ზუგდიდს მერის ლაშა გოგიას განცხადებით, სუს-ის მიერ დაკავებული ზუგდიდის მერიის თანამშრომელი 2014 წლიდან საჯარო სამსახურშია და მერიაში ის მობილობის წესით მოხვდა.

როგორც გოგიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო და სხვა დამატებით დეტალებს არ ფლობს. 

"აღნიშნულის შესახებ სოციალური ქსელის მეშევეობით გავიგე. ეს პიროვნება 2014 წლიდან არის საჯარო სამსახურში. ის მერიაში მობილობის წესით მოხვდა. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ყველა მსგავსი გადაცდომა უმკაცრესად დაისჯება. მას დადებითად დავახასიათებ",- აღნიშნა ლაშა გოგიამ. 

ცობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი რამაზ ბ. დააკავეს.

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

8 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237