დღეს თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალს უნგრელი რეჟისორის ფილმი გახსნის

დღეს თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალს უნგრელი რეჟისორის ფილმი გახსნის

დღეს 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიეიდის ფილმით "სულისა და სხეულის შესახებ" (On Body and Soul) ჩვენებით გაიხსნება.

ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს - "ოქროს დათვის" მფლობელი გახდა. ამას გარდა, "სულისა და სხეულის შესახებ" ევროპული კინოაკადემიის ჯილდოსა და "ოსკარზეა" წარდგენილი. სწორედ უნგრეთი არის ფესტივალის წლევანდელი "ქვეყანა ფოკუსში".

ყოველ წელს ფესტივალი ირჩევს აქტუალურ სოციო-კულტურულ თუ პოლიტიკურ პრობლემას. 2016 წელს ეს პოლიტიკა იყო, 2017 წელი კი ხელოვნებას  დაეთმობა.  

თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა  ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარეა ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი. ჟიურის წევრები იქნებიან ასევე ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი მარინა აჯაჯა, სერბი რეჟისორი სერჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.

წელს მეხუთედ გაიმართება ეროვნულ კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება და სადაც, წელს უკვე მეორედ, გამოვლინდებიან გამარჯვებულები 3 ნომინაციაში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები კი გერმანელი კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ და ერიკა გრეგორები და ბრიტანელი კინოკრიტიკოსი კარმენ გრეი იქნებიან.

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალს 9 დეკემბერს 19:00 საათზე ქართველი  რეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმის  "ნამე" პრემიერა დახურავს.

კახა კალაძე ბუბა კიკაბიძეს და ნანი ბრეგვაძეს სიგელებს გადასცემს

კახა კალაძე ბუბა კიკაბიძეს და ნანი ბრეგვაძეს სიგელებს გადასცემს

24 ივლისი, 2018

"რამდენიმე დღის წინ ორ ადამიანს, რომელიც ყველასათვის დასაფასებელი და საყვარელი პიროვნებები არიან -ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს და ბატონ ვახტანგ, ბუბა კიკაბიძეს ჰქონდათ იუბილე. მინდა, დიდ სიყვარულით მივულოცო, მივულოცო ჩვენი თანამშრომლებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193