ქრთამის აღებისთვის ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს

ქრთამის აღებისთვის ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი რამაზ ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

2017 წლის 30 ნოემბერს აღნიშნულმა პირმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 დან 15 წლამდე.

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

13 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237