ხულოში, სოფელ ტუნაძეებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხულოში, სოფელ ტუნაძეებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ხის შენობა-ნაგებობებს ცეცხლი გაუჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ დაუყოვნებლივ გაემართნენ ხულოს - 3, შუახევის - 1 და ქედის - 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. 

ხანძრის შედეგად, სოფელ ტუნაძეებში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ერთ-ერთი შენობა სოფლის საჯარო სკოლის დროებით ფართს წარმოადგენდა, რადგან სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამაშველო-სახანძრო ბრიგადებთან ერთად ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

ხანძრის გავრცელებამდე მოხერხდა სკოლის ინვენტარის ნაწილის გადარჩენა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ხულოს მერი გოჩა მელაძე, რომლის განცხადებითაც ხანძრით დაზარალებული ორი ოჯახი გადაყვანილი იქნება უსაფრთხო ადგილზე. ხვალიდან კი ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფა მოხდება.

სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში 107 ბავშვი სწავლობს, რომელთა გადანაწილება მოხდება ან ახლო მდებარე სკოლაში, ან ახალ ალტერნატიულ ფართში. მოსწავლეთა სხვა სოფელში გადანაწილების შემთხვევაში, მოხდება მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მომხდარის გამო, რამდენიმე დღე სასწავლო პროცესი შეწყდება.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

16 წუთის წინ

ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იობიძემ თანამაშრომლებს სამუშაო სპეცტანსაცმელი - მაისურები, კეპები, საწვიმრები და ბოტები, გადასცა. წყალტუბოს დასუფთავებას 50-მდე მეეზოვე და დამხმარე ემსახურება.

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341