ევროპარლამენტარი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ბოიკოტირებას მოითხოვს

ევროპარლამენტარი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ბოიკოტირებას მოითხოვს

ევროპარლამენტის დეპუტატი პარტია "მწვანეებიდან" რებეკა ჰარმსი პოლიტიკოსებსა და მაყურებლებს მოუწოდებს, რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ბოიკოტი გამოუცხადონ. ამის შესახებ მან გამოცემა Neue Osnabrაücker Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსეთი ის ქვეყანა არ არის, სადაც ღირსეულ ტურნირი უნდა ჩატარდეს. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "დიდ ყურადღებას მიიპყრობს". "ის უცხოელი სტუმრების თანდასწრებით სირცხვილის სხივებით იბრწყინებს და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას განაგრძობს ", - დასძინა მან და უკრაინისა და სირიის საქმეებში რუსეთის ჩარევის ფაქტი გაიხსენა. მან ასევე ოპოზიციისა და უმცირესობების მიმართ რუსეთის დამოკიდებულება გააკრიტიკა. რებეკა ჰარმსმა გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის იოაჰიმ გაუკის მაგალითი მოიშველია, რომელმაც 2014 წელს სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებაზე უარი თქვა.

"ეს მომდევნო წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისას მაგალითი უნდა იყოს," დასძინა ევროპარლამენტარმა. პოლიტიკოსმა ასევე ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაცია გააკრიტიკა, რომელიც მისი თქმით, რუსულ კორუფციას და სხვა ქვეყნების მოსაზრებას უგულებელყოფს.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237