კობახიძე: მომავალი თაობის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

კობახიძე: მომავალი თაობის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებო განცხადებით ეხმაურება და ფაქტის გამოძიებას მოითხოვს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პოლიტიკოსებმა, და მთელმა საზოგადოებამ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს შვილების, მომავალი თაობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.  

"შეძრული ვარ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიით, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და შემაძრწუნებელი შემთხვევა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მოხდა. სიტყვები უძულურია იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც ჩემთან ერთად, თითოეული ჩვენგანი განიცდის.

ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. მომხდარი ნათლად გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის მიმართ გვმართებს და განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით სწორედ ბავშვებს და მოზარდებს უნდა მოვეკიდოთ. პოლიტიკოსებმა, და ჩვენთან ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ დანაშაული უსწრაფესად იქნება გამოძიებული. საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს, მეგობრებს და ახლობლებს. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ",-ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში. 

ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე "საიას" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე "საიას" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

46 წუთის წინ

ზაზა გაბუნია - ,,ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ამ პროექტის განხორციელებას, რადგან მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და საჭიროებებს უკავშირდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტებში ამ კომპონენტების...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341