ჯანელიძემ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

ჯანელიძემ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანლიძემ სიტყვით მიმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების 10წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების მონაწილეებს.

მინისტრმა ორგანიზაციას მიულოცა საიუბილე თარიღი და ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რაც გაერთიანებას შეაქვს საქართველო-გერმანიას შორისსავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაში.

გერმანიასთან ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებული შეფასება მისცა გერმანიის წვლილს საქართველოს ევროპულიინტეგრაციის გზაზე.

„ევროპასთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოვებაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას და მისმთავრობას, რომელიც წლებია, მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გვიწევს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური აღმშენებლობის პროცესში.

დღევანდელი საქართველო, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ცენტრი, ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს გერმანულ ბიზნესს, თავისისატრანზიტო ფუნქციით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით ევროპასთან, მეზობელ ქვეყნებთან, ჩინეთთან, ასევე უზარმაზარი პოტენციალითტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ბევრი სხვა მიმართულებით. გერმანული კაპიტალით წარმატებით საქმიანობენ ისეთიცნობილი კომპანიები, როგორიცაა „ჰაიდელბერგ-ცემენტი“, „პროკრედიტ ბანკი“, „კაპაროლი“, „კნაუფი“, „ჰენკელი“, „ჰიპი“, „ალვარო/ბერტელსმანი“ თუ სხვები. მათი საქმიანობა წლიდან წლამდე ფართოვდება“- განაცხადა ჯანელიძემ. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო გაიზრდისგერმანიის ინტერესს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ.

მინისტრმა ისაუბრა ხალხთაშორისი კონტაქტების შთამბეჭდავ ხასიათზე, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ტურისტების მზარდი ნაკადი,უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველო-გერმანიის წლის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ განსაკუთრებით აღნიშნა 2018 წლის ოქტომბერში,ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა.

ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე "საიას" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე "საიას" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

47 წუთის წინ

ზაზა გაბუნია - ,,ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ამ პროექტის განხორციელებას, რადგან მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და საჭიროებებს უკავშირდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტებში ამ კომპონენტების...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341