თერჯოლის №1 სკოლის მასწავლებლებმა ორიენტაცია-მობილობის ტრენინგი ერთი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისთვის გაიარეს

თერჯოლის №1 სკოლის მასწავლებლებმა ორიენტაცია-მობილობის ტრენინგი ერთი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისთვის გაიარეს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საგანგებოდ  თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგი „მობილობა და ორიენტაცია უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის“ ჩატარდა. ტრენინგის მიზანი იყო სკოლის მე-5 კლასში ჩარიცხული უსინათლო მოსწავლის ანანო ბუცხრიკიძის ეფექტური სწავლებისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა.

ამავე პროგრამით დატრენინგებული მასწავლებლების დახმარებით ანანო უკვე ბრაილის შრიფტს სწავლობს. მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად კი  უტარდება მობილობა-ორიენტაციის ინდივიდუალური ინსტრუქტაჟი, რომლის საშუალებით ყოველდღიური ქმედებების დამოუკიდებლად შესრულებას და თეთრი ხელჯოხის დახმარებით სამყაროს აღქმას სწავლობს.  

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მობილობა-ორიენტაციის ტრენინგებს 2015 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში უკვე მომზადებულია მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორები, რომლებიც ამჟამად პრაქტიკულ ტრენინგმოდულს გადიან. ტრენინგმოდული უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ინდივიდუალურ ინსტრუქტაჟსაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, გადამზადებას გადიან ის მასწავლებლები, რომლებიც უსინათლო და მცირემხედველ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ასწავლიან.  

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30 წუთის წინ

ადგილობრივი მცხოვრებლების განაცხადის საფუძველზე, პროექტით I, II და III სადარბაზოს გადახურვა განახლდება. პროექტის ღირებულება 14 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341