ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ა.ქ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული ჰ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი 17, 012 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ქ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული, 7 აბი „სუბოქსინი“ და ჰეროინის შემცველი 3,9447 გრ ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

13 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237