მამა კახაბერი: პატრიარქი არ გადადგება

მამა კახაბერი: პატრიარქი არ გადადგება

მამა კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ პატრიარქი ილია მეორე არ უნდა გადადგეს. მისი თქმით, ილია მეორეს შესანიშნავი გონება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძალები მოაკლდა.

"მე ვფიქრობ, რომ პატრიარქი არ გადაგდება და არც უნდა გადადგეს გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ძალები მოაკლდა თავისი ასაკიდან და ჯანმრთელობიდან გამომდინარე, შესანიშნავი გონება გააჩნია ჩვენს პატრიარქს. მას ისეთი მეხსიერება აქვს და ისეთ რამეს გვეტყვის ხოლმე, რომ განცვიფრებაში ვვარდებით. ეს რა თქმა უნდა, ღვთის სულიერი ნიშანია. სწორედ ამიტომ აირჩია მან მოსაყდრე და ამიტომაც დაიყენა გვერდით ახალგაზრდა, ენერგიული და პატიოსანი ადამიანი, რომ ადმინისტრაციულ მმართველობაში მას შეეწიოს. ეს ვარაუდია ჩემი",- განაცხადა მამა კახაბერმა.

მეუფე შიო მუჯირი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ დაასახელა.

ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბიოლოგიაში- 2 ბრინჯაო და 1 სიგელი

ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბიოლოგიაში- 2 ბრინჯაო და 1 სიგელი

3 საათის წინ

ოლიმპიადის მონაწილეებს პრაქტიკული და თეორიული გამოცდები უტარდებოდათ უჯრედულ ბიოლოგიაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში და ბიოქიმიაში, გენეტიკაში, მოსახლეობის გენეტიკაში და ევოლუციურ გენეტიკაში ცხოველთა და მცენარეთა ანატომიასა და ფიზიოლოგიაში...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080