მამა კახაბერი: რუსეთის ეკლესია აღიარებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაა

მამა კახაბერი: რუსეთის ეკლესია აღიარებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაა

მამა კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, რუსეთის ეკლესია აღიარებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ეკლესიის ტერიტორია და იურისდიქციაა. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არაერთხელ გაკეთებულა.

კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, "საპატრიარქოსთვის ძალიან დიდი ტკივილია, რომ საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები".

"მისი უწმინდესობა ყოველ ქადაგებაში, მათ შორის რუსეთში როცა იმყოფებოდა გასულ წელს, იქაც კი ამით დაიწყო სიტყვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა ჩვენს ორგანიზმზე. გამუდმებით იმეორებს ჩვენი ეკლესია რომ ჩვენი ტერიტორიები უკოპირებულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ ჩვენი საეკლესიო მსახურება აღვასრულოთ ჩვენს ტერიტორიაზე. ის, რომ პარტნიორობს ამერიკა, მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია და ცხინვალის რეგიონი ჩვენია ნამდვილად ასეა, დასავლეთიც და ამერიკაც ამას აღიარებს. რუსეთის სახელმწიფო ამას არ აღიარებს. რუსეთის ეკლესია მადლობა ღმერთს, რომ აღიარებს, თუმცა ხანდახან არის ლაფსუსები, რომლის გამოც ჩვენ გვიხდება უხერხული წერილების მიწერ-მოწერა ერთმანეთთან, მაგრამ ძირითადად, მათი ოფიციალური გამოსვლებიდან ისინი ადასტურებენ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ეკლესიის ტერიტორია და იურისდიქციაა",- განაცხადა კახაბერი. გოგოტიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბიოლოგიაში- 2 ბრინჯაო და 1 სიგელი

ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბიოლოგიაში- 2 ბრინჯაო და 1 სიგელი

3 საათის წინ

ოლიმპიადის მონაწილეებს პრაქტიკული და თეორიული გამოცდები უტარდებოდათ უჯრედულ ბიოლოგიაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში და ბიოქიმიაში, გენეტიკაში, მოსახლეობის გენეტიკაში და ევოლუციურ გენეტიკაში ცხოველთა და მცენარეთა ანატომიასა და ფიზიოლოგიაში...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080