რაჭაში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პერსპექტივებზე კონფერენცია გაიმართა

რაჭაში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პერსპექტივებზე კონფერენცია გაიმართა

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებსა და განვითარების პერსპექტივების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კონეფერენციას ღვინის ეროვნული სააგენტროს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კერესელიძე, ადგილობრივი ფერმერები და ღვინის კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ ადგილობრივ მეღვინეებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ აღდგენილი ვაზის ძველი რაჭული ჯიშები და მათი სამეწარმეო პოტენციალი გააცნო. ფერმერებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ღვინის ეროვნული სააგენტროს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, საქართველო ვაზის ჯიშური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პოტენციალის სრულად გამოყენება.

"მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში აქტიურად იყვენენ ჩართულნი ფერემერები, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ აგარარული დარგის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო  პროგრამების, ასევე მივიწყებული უნიკალური ვაზის ჯიშების შესახებ",  - აღნიშნა ნოდარ ხატიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი რეგიონის სოფლის მეურნებობის ძირითად მიმართულებებში სიახლეების, რეკომენდაციებისა და გამოცდილების მიწოდება-გაზიარებას, თემატური სემინარების მოწყობას და ფერმერებთან შეხვედრებს გულისხმობს.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

5 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237