ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობას დამეგობრებული რეგიონებიდან სამძიმრის წერილები მიიღო

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობას დამეგობრებული რეგიონებიდან სამძიმრის წერილები მიიღო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ 24 ნოემბერს ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილები მიიღო დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელი პირებისგან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებიდან,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს. 

ზურაბ პატარაძეს სამძიმარს უცხადებენ ყაზახეთის მთავრობა, ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი, ნახიჩევანის ა/რ უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის რეგიონების გუბერნატორები, სომხეთის რესპუბლიკის ლორეს ოლქის გუბერნატორი, ასევე ლატვიისა და ბელარუსის დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელი პირები.

დამეგობრებული რეგიონების და ქალაქების ლიდერები მწუხარებას გამოთქვამენ ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო და გულწრფელად თანაუგრძნობენ დაღუპულთა ოჯახებს, რეგიონსა და ქვეყანას.

გურჯაანში სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდება

გურჯაანში სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდება

9 საათის წინ

"16 ცალი რადარი მერიას უკვე შეძენილი აქვს. წელს გაფორმდა მეორე ეტაპი ხელშკრულების, რადარების შეძენაზე, სულ თანხით 53 ათას 924 ლარი. ჯერჯერობით ლოკაციები განსაზღვრული არ არის. ამას საპატრულო პოლიცია და საგზაო დეპარტამენტი ერთობლივად...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237