სასტუმრო "ლეოგრანდთან" დაღუპულების პატივსაცემად სანდრა რულოვსი მივიდა

სასტუმრო "ლეოგრანდთან" დაღუპულების პატივსაცემად სანდრა რულოვსი მივიდა

ყოფილი პირველი ლედი დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად სასტუმროსთან მოწყობილ პანაშვიდზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად მივიდა. 

სანდრა რულოვსმა გარდაცვლილების სულისთვის "ლეოგრანდის" კიბეებთან სანთელი დაანთო და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

სასტუმროს ტერიტორიაზე ბათუმელების ნაკადი დილიდან არ წყდება.

ადგილობრივებს ყვავილები მიაქვთ და გარდაცვლილების სულისთვის ლოცულობენ.

დილით ტერიტორიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერი და საჯარო მოხელეებიც იმყოფებოდნენ. ოთხი გარდაცვლილის დაკრძალვის ცერემონია ხვალ ბათუმის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

5 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237