აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბათუმში მომხდარი ხანძრის გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბათუმში მომხდარი ხანძრის გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სამძიმრის ოფიციალურ წერილს უგზავნის, სადაც იგი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო.

"ბატონო გიორგი მარგველაშვილი, ძალიან დამწუხრებული ვარ იმ მძიმე მოვლენების, დანაკარგებისა და დაზარალებულების გამო, რაც ქალაქ ბათუმში, სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

ამ ტრაგედიის გამო მინდა მწუხარება გამოვთქვა ჩემი და ჩემი ხალხის სახელით, გისამძიმრებთ თქვენ და იმ ადამიანების ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლნენ, ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აღნიშნულია ალიევის მიმართვაში.

ცნობისთვის, ბათუმში მდებარე სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

10 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237