ჭავჭავაძის 62-ში შიდა ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ჭავჭავაძის 62-ში შიდა ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამ დროისთვის ჭავჭავაძის 62-ში შიდა ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ვაკის რაიონის გამგეობა ავრცელელებს.

ტერიტორიაზე დაიგება ბალახი, განახლდება საბავშვო მოედანი, მოსასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ინტერტექნოლოგი“ ახორციელებს. 

ამავე მისამართზე უკვე დასრულდა ფიტნეს ზონის მოწყობა. გადახურულ სივრცეში 10 სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა. 

სულ, მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 19 ფიტნეს ზონა მოეწყო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 30-მდე სკვერს და შიდა ეზოს.

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26 წუთის წინ

ადგილობრივი მცხოვრებლების განაცხადის საფუძველზე, პროექტით I, II და III სადარბაზოს გადახურვა განახლდება. პროექტის ღირებულება 14 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341