"ლეოგრანდის" მეპატრონე: უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სასტუმრო დაჯარიმებული არ ყოფილა

"ლეოგრანდის" მეპატრონე: უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სასტუმრო დაჯარიმებული არ ყოფილა

"ლეოგრანდის" მეპატრონე ეროლ ავროგენი მწუხარებას გამოთქვამს 25 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამის შესახებ ავროგენმა დღეს, ბათუმში განაცხადა.

11 ადამიანი დავკარგეთ. ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპული ადამიანების წინაშე, ვიზარებ მათი ოჯახების მწუხარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე საერთოდ არ გვიძინია ჩვენ, ამ ოჯახების მწუხარებას ჩვენც ვიზიარებთ. დღეს არის გლოვის დღე და გამომდინარე აქედან თითო-თითოდ მოვინახულებთ მათ ოჯახებს, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ რაც აუცილებელია, რაც საჭირო იქნება მათი ოჯახებისათვის, იმისათვის რომ ეს მწუხარება გავიზიაროთ.

დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს პოლიციას, ასევე სახანძრო განყოფილების ბიჭებს, რომლებმაც თავდადებით იმუშავეს. საგაგებოდ ჩამოსული იყო პრემიერი, მინისტრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც, ჩვენ მათთან ერთად ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. აქ დასაქმებული პერსონალი არ განთავისუფლდება სამსახურიდან. 

დეტალურად ჩვენი ადვოკატები მოგახსენებენ, მაგრამ მოკლედ მინდა განვაცხადო, რომ არნიშნული სასტუმრო შეესაბამებოდა ნორმებს. 

-უსაფრთხოების ნორმების გამო სასტუმრო იყო დაჯარიმებული?

ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. 

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28 წუთის წინ

ადგილობრივი მცხოვრებლების განაცხადის საფუძველზე, პროექტით I, II და III სადარბაზოს გადახურვა განახლდება. პროექტის ღირებულება 14 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341