მამა, რომელმაც შვილების თანდასწრებით მეუღლეს სცემა, პოლიციამ დააკავა

მამა, რომელმაც შვილების თანდასწრებით მეუღლეს სცემა, პოლიციამ დააკავა

ოჯახში ძალადობის ბრალდებით კასპში ერთი პირი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, 1979 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით", - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თემები:
შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

შსს: რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება 1 709 ადგილზე მოათავსა

13 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237