პატრიარქი ბათუმის ხანძარზე: მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია

პატრიარქი ბათუმის ხანძარზე: მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბათუმში ჩავიდა. მან ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების სულის მოსახსენიებელ პარაკლის აღავლინა. 

"მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია. საქართველოს ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით ვუცხადებ ოჯახებს თანაგრძნობას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები. 

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.

ცნობისთვის, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11 ადამიანი. აქედან 10 საქართველოს მოქალაქეა, 1 ირანის რესპუბლიკის.  

ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბიოლოგიაში- 2 ბრინჯაო და 1 სიგელი

ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბიოლოგიაში- 2 ბრინჯაო და 1 სიგელი

3 საათის წინ

ოლიმპიადის მონაწილეებს პრაქტიკული და თეორიული გამოცდები უტარდებოდათ უჯრედულ ბიოლოგიაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში და ბიოქიმიაში, გენეტიკაში, მოსახლეობის გენეტიკაში და ევოლუციურ გენეტიკაში ცხოველთა და მცენარეთა ანატომიასა და ფიზიოლოგიაში...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080