სამედიცინო სამსახური: ლონდონის მეტროსადგურში მომხდარი ინციდენტისას 15 პირი დაშავდა

სამედიცინო სამსახური: ლონდონის მეტროსადგურში მომხდარი ინციდენტისას 15 პირი დაშავდა

ლონდონის მეტროსადგურ Oxford Circus-ში მომხდარი ინციდენტის შედეგად მინიმუმ 15 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სამედიცინო სამსახური მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს.

"შვიდ ადამიანს დახმარება ადგილზევე აღმოვუჩინეთ, ასევე ცხრა საავადმყოფოში გადავიყვანეთ", - ნათქვამია განცხადებაში. მეტროსადგურები კვლავ გაიხსნა, კორდონი მოხსნილია, მაგრამ ქალაქის ცენტრში სამართალდამცველები კვლავ პატრულირებენ.

ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა მადლობა გადაუხადა პოლიციას, მეხანძრეებს და უსაფრთხოების ძალებს ინციდენტის სწრაფი რეაგირებისთვის. მერმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ მომენტში ხალხს სიფხიზლე აჩვენო და პანიკა არ გამოიწვიო.

შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, ლონდონში მეტროსადგურ Oxford Circus-იდან ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც სროლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ასევე დაიხურა მეტროსადგური.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

8 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167