მეუფე პეტრე: დამპყრობელი ქვეყნის ეკლესია საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულია

მეუფე პეტრე: დამპყრობელი ქვეყნის ეკლესია საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულია

ჭყინდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულია. ამის შესახებ მან გადაცემაში "პირველები" განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნის საერო და საეკლესიო ხელისუფალნი დიდ ტრაგედიად მიიჩნევენ საბჭოთა კავშირის დაშლას. 

კითხვაზე, გრძნობს თუ არა ის რუსეთის გავლენას საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, მეუფე პეტრემ განაცხადა:  

"მაშინ, როდესაც არცთუ  ისე დიდი დრო არის გასული საბჭოთა მმართველობიდან, ლამის კოლმეურნეობის თავმჯდომარე თუ რაიკომის მდივანი არ ინიშნებოდა ხოლმე კრემლის გარეშე და მასთან შეთანხმებით, მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის საერო და საეკლესიო ხელისუფალნი დიდ ტრაგედიად თვლიან ავადსახესენებელი საბჭოთა კავშირის დაშლას და ყველანაირად ცდილობენ, მისი აღდგენა მთავარ სტრატეგიულ ინტერესებად წარმოაჩინონ, შეუძლებელია არ იფიქრო იმაზე, არ იყოს საცეცები, დაინტერესებული არ იყოს დავუშვათ დამპყრობელი ქვეყნის ეკლესია ჩვენს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებით და ამის ინტერესი არ ჰქონდეს, ამაზე საუბარი თავის მოტყუება იქნებოდა. ჩვენ ვისურვებთ, რომ ავმაღლდეთ სულიერად, ზნეობრივად, მორალურად და ვიყოთ თავდადებული შვილები ჩვენი ქვეყნისა".    

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28 წუთის წინ

ადგილობრივი მცხოვრებლების განაცხადის საფუძველზე, პროექტით I, II და III სადარბაზოს გადახურვა განახლდება. პროექტის ღირებულება 14 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341