მეუფე პეტრე: მირჩევნია, პატრიარქის შემდეგ ეკლესიაში გავლენის მქონე ადამიანი იყოს, ვიდრე სუსტი სქესის

მეუფე პეტრე: მირჩევნია, პატრიარქის შემდეგ ეკლესიაში გავლენის მქონე ადამიანი იყოს, ვიდრე სუსტი სქესის

ჭყინდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ თანამოსაყრის დასახელების საკითხს გონივრულ ნაბიჯს" უწოდებს და აღიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებულურ ეკლესიაში რაღაც ცვლილება უნდა მომხდარიყო. როგორც მან გადაცემაში "პირველები" განაცხადა, მას ერჩივნა პატრიარქის შემდეგ ეკლესიაში გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანი ყოფილყო, ვიდრე სუსტი სქესის წარმომადგენელი.

"საქართველოს მართლმადიდებულურ ეკლესიაში რაღაც ცვლილება უნდა მომხდარიყო, პატრიარქს გონივრული ნაბიჯი უნდა გადაედგა. ამაში დარწმუნებული ვიყავი. თვეების წინაც, უფრო ადრეც, პირად საუბრებში თუ საჯაროდ ვამბობდი, რომ მირჩევნია პატრიარქის შემდეგ ეკლესიაში იყოს გავლენის მქონე, გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანი, ვიდრე სუსტი სქესის. შენდობას ვითხოვ თქვენ მიმართ.

საქართველო ღვისმშობლის წილხვედრია და თამარ მეფის მეფობის ოქროს ხანა აქვს ჩვენს ისტორიას ღვთის წყალობით, მაგრამ ეკლესიაში კანონიკური სამართლით კატეგორიულად დაუშვებელია ქალბატონის ძალაუფლება და გავლენები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობდით, რომ ან უწმინდესს უნდა გადაედგა ნაბიჯი და დაესახელებინა ეს ადამიანი, მისი რჩეული, რომელიც ბევრ შეკითხვას გასცემდა პასუხს და ჩააცხრობდა ვნებათაღელვას, ასევე ეკლესიას სიმშვიდეს მოუტანდა",-განაცხადა მეუფე პეტრემ. 

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

5 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237