დეკანოზი კახაბერი: პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელება ბევრ საჭორაო თემას მოსპობს

დეკანოზი კახაბერი: პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელება ბევრ საჭორაო თემას მოსპობს

ილია მეორის მიერ მოსაყდრის დასახელება დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ბრძნულ საქციელად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბევრ კითხვას გასცა პასუხს და საჭორაო თემას მოსპო. 

"მეუფე შიო საპატრიარქოში ბრძანდება. სამართლებრივად მუშავდება ის საკითხი, თუ რა ფუნქციები უნდა შეასრულოს მანდ. 

ადმინისტრაციულ მმართველობას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, უწმინდესი თავისი ჯანმრთელობის გამო ხშირად ამ ენერგიას ასე ვეღარ ხარჯავს, სამწუხაროდ, მისი ასაკიდან გამომდინარე. შესაბამისად მეუფე შიო იქნება შემწე მისი ადმინისტრაციულ საკითხებში. საპატრიარქოში ვინც ვართ, თანამშრომლებს, სასულიერო პირებს, მათ შორის მღვდელმთავრებს ვგულისხმობ, ყველა ამბობს, რომ პატრიარქის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მე ამ გადაწყვეტილებას დავარქმევ ბრძნულს, ბევრ კითხვას სცემს პასუხს და საჭორაო თემას მოსპობს", - განაცხადა დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237