მეუფე პეტრე: უწმიდესის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ

მეუფე პეტრე: უწმიდესის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ

ასეთი შეფასება მისცა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ(ცაავა) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გუშინდელ გადაწყვეტილებას. 

" პატივი უნდა ვცეთ უწმინდესის გადაწყვეტილებას. მან წარმოგვიდგინა პიროვნება, დანარჩენი ეს იქნება ასევე ლუსტრაცია სინოდის წევრებისთვის და ეკლესიისთვის. როგორც ფილოსოფოსი ამბობს, უშურველობა გენიოსების თვისებაა და რამდენი გენიოსია, ესეც გამოჩნდება და რამდენი უშურველი ადამიანი, შესაბამისად, რამდენი არაუშურველი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ერთსულოვანნი ვიყოთ ჩვენი ქვეყნისა, ერისა და ეკლესიის სასიკეთოდ ყველა  მიმდინარე პროცესში"- განაცხადა მეუფე პეტრემ. 

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიმა ილია მეორემ, მის მოსაყდრედ ყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) დანიშნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

5 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237