მამა გიორგი: ეს არც იმას ნიშნავს, რომ მოსაყდრე, მომავალი პატრიარქი ავტომატურად გახდება

მამა გიორგი: ეს არც იმას ნიშნავს, რომ მოსაყდრე, მომავალი პატრიარქი ავტომატურად გახდება

პატრიარქის პროტოპრესვიტერმა მამა გიორგიმ (ზვიადაძემ) ჟურნალისტებთან პატრიარქის მოსაყდრის დასახელების შესახებ ისაუბრა.

როგორც მამა გიორგიმ აღნიშნა, პატრიარქს აქვს კანონიკური უფლებამოსილება რომ ნებისმიერ დროს დაასახელოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე.
 
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს კანონიკური უფლებამოსილება და მას შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასახელოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე. როცა პატრიარქი ცოცხალი ბრძანდება, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და მას აქვს უაღრესად ნათელი გონება და დღესაც მართავს თავად მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაყდრედ დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ მან მმართველობა შეწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ პიროვნება მას შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ პატრიარქი უშუალოდ მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
 
დღეს მოსაყდრის რაიმე განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ არის. ეს არც იმას არ ნიშნავს, რომ მოსაყდრე შეიძლება, ავტომატურად გახდეს საქართველოს მომავალი პატრიარქი. პატრიარქს ირჩევს წმინდა სინოდი", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
 
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიმა ილია მეორემ, მის მოსაყდრედ ყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) დანიშნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

5 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237