ლევან იზორიამ ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო ხომალდი მოინახულა

ლევან იზორიამ ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო ხომალდი მოინახულა

ბათუმის პორტში საფრანგეთის სამხედრო ხომალდი „გეპრატი“ შემოვიდა. ფრანგულ ფრეგატაზე გამართულ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

გემის მეთაურმა, I რანგის კაპიტანტმა ჟაკ მალარმა თავდაცვის მინისტრს სამხედრო ხომალდი დაათვალიერებინა და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.

ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტის ფარგლებში ერთობლივი სახომალდე სწავლებები გაიმართება, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ასევე ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ელემენტებს მოიცავს.

ფრანგული სამხედრო ხომალდის სტუმრობა საქართველოში საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითია. მსგავსი ვიზიტები საქართველოს მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ინტერესს და მხარდაჭერას ადასტურებს და თანამშრომლობა საფრანგეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

ხომალდი „გეპრატი“ ერთ-ერთია „ლა ფაიეტის“ კლასის იმ უმსხვილესი გემებიდან, რომელსაც საფრანგეთის ეროვნული საზღვაო ფლოტი ფლობს. გემი 1999 წლის 3 დეკემბერს შევიდა ექსპლუატაციაში და პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი გმირის, ვიცე-ადმირალის, ემილ გეპრატის პატივსაცემად, მისი სახელი ეწოდა. დღეს ხომალდის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სპეციალური თუ ჰუმანიტარული მისიის შესრულება და საზღვაო ვაჭრობის ხელშეწყობაა.

ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე "საიას" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე "საიას" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

54 წუთის წინ

ზაზა გაბუნია - ,,ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ამ პროექტის განხორციელებას, რადგან მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და საჭიროებებს უკავშირდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტებში ამ კომპონენტების...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341