მეუფე გერასიმე ჟურნალისტებს: პატრიარქის მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელება თქვენგან გავიგე

მეუფე გერასიმე ჟურნალისტებს: პატრიარქის მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელება თქვენგან გავიგე

სოფელ ყულიშკარში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გიორგობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო პატრიარქის თანამოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელება. 

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ  არა ინფორმირებული ან რამდენად მოულოდნელი იყო პატრიარქის გადაწყვეტილება, მეუფე შიოს თანამოსაყდრედ დასახელებასთან დაკავშირებით, მიტროპოლოტმა განაცხადა:

"დიახ, ამის შესახებ ახლა თქვენგან გავიგე. ჩვენ დილიდან წირვაზე ვართ. უწმიდესს და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს", განაცხადა მეუფე გერასიმემ. 

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში, სადღესასწაულო ლიტურგიის დაწყებამდე მის მოსაყდრედ ყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, რომელიც მიღებულია მცხეთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს, იმ შემთხვეში თუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეუძლოდ გახდება, პატრიარქის მოსაყდრეს უფლება აქვს დაეხმაროს კათოლიკოს-პატრიარქს მოვალეობების შესრულებაში. 

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

5 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237