ილია II: კონტრტერორისტულ სპეცოპერაციაზე: გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ

ილია II: კონტრტერორისტულ სპეცოპერაციაზე: გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული დაახლოებით 18 საათიანი სპეცოპერაციას გამოეხმაურა და განაცხადა:

"გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი მფარველია ჩვენი. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და გვაშოროს შინაური და გარეული მტერი", - თქვა ილია მეორემ.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული დაახლოებით 18 საათიანი სპეცოპერაცია,1 დაკავებულით, 3 ლიკვიდირებულით, 1 დაღუპულით და 4 დაჭრილითა დასრულდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

5 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237