ლაშა გობაძემ 23 წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ლაშა გობაძემ 23 წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

პოლონეთში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 23-წლამდელებს შორის, ლაშა გობაძემ ( 80 კგ) ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებაც. გობაძემ თურქ აკბუდაკისთან მხოლოდ გაფრთხილებებით 1:2 წააგო, თუმცა, ქართული მხარე იმაზე აპელირებდა, რომ თურქსაც ჰქონდა მიღებული გაფრთხილება და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს გობაძეს, თუმცა, მსაჯების გადაწყვეტილებით, ქულა მხოლოდ აკბუდაკიმ მიიღო, ქართველს კი არ მისცეს. 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის, ეს მეორე მედალია. სულ ცოტა ხნის წინ, შმაგი ბოლქვაძემ ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ზვიად პატარიძეც (130 კგ), რომელიც ფინალში რუს სერგეი სემიონოვს დაუპირისპირდება. 

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

9 საათის წინ

შეხვედრას არც ტემპი აკლდა და არც მაყურებელი, ერთადერთი, რომლის მიმართაც ყველაზე ხშირად ისმოდა უცენზურო გამონათქვამები, მატჩის მთავარი არბიტრი, ჯენერი ხორავა იყო, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირება არც თუ დამაჯერებლად განსაჯა. ანგარიში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237