ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე შმაგი ბოლქვაძემ რუსი დაამარცხა და ოქრო მოიპოვა

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე შმაგი ბოლქვაძემ რუსი დაამარცხა და ოქრო მოიპოვა

პოლონეთში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 23 წლამდელებს შორის, საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა, შმაგი ბოლქვაძემ ( 66 კგ) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

ოლიმპიურმა პრიზიორმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ალენ მირზოიანი 2-0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

გარდა შმაგი ბოლქვაძისა, ოქროს მედლისთვის იჭიდავებენ ლაშა გობაძე ( 80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ), რომელიც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. 

გობაძე თურქ ბურჰან აკბუდაკს დაეჭიდება, მძიმეწონოსანი პატარიძის მეტოქე კი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი რუსი სერგეი სემიონოვი იქნება.

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

9 საათის წინ

შეხვედრას არც ტემპი აკლდა და არც მაყურებელი, ერთადერთი, რომლის მიმართაც ყველაზე ხშირად ისმოდა უცენზურო გამონათქვამები, მატჩის მთავარი არბიტრი, ჯენერი ხორავა იყო, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირება არც თუ დამაჯერებლად განსაჯა. ანგარიში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237