ქართველი დეპუტატების მტკიცებით, საფეხბურთო ტურნირი ჩვენ მოვიგეთ, თურქების - თურქეთმა (ვიდეო)

ქართველი დეპუტატების მტკიცებით, საფეხბურთო ტურნირი ჩვენ მოვიგეთ, თურქების - თურქეთმა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ ქართველმა პარლამენტარებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში ფეხბურთში დეპუტატებს შორის გამართული ტურნირი მოიგეს. ამის შესახებ ქართული მედია წერდა და სოციალურ ქსელში ვიდეოც გავრცელდა, სადაც ქართველების მიერ ტურნირის მოგების კადრებია ასახული. ვიდეო სიუჟეტში ჩანს თუ როგორ გადასცემენ ტურნირის ორგანიზატორები თასს საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ ყაველაშვილს.

ქართული მხარის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში და ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საფეხბურთო ტურნირის ფინალში ქართველი პარლამენტარები თურქ კოლეგებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ დასრულდა, მაგრამ შეჯიბრის გამარჯვებულები ქართველი დეპუტატები გახდნენ.

რამდენიმე თურქული ინტერნეტ გამოცემა ამტკიცებს, რომ ანტალიის ტურნირი პარლამენტარებს შორის თურქეთი დეპუტატთა გუნდმა მოიგო და ფინალურ შეხვედრაში მათ რუმინელებს ანგარიშით 2: 1 სძლიეს. თურქული მედია წერს, რომ "ანტალიაში გამართული ტურნირი პარლამენტარებს შორის თურქეთის გუნდმა მოიგო. საფეხბურთო ტურნირი "გლორია სპორტ არენაზე" გაიმართა და მასში თურქი, ქართველი, უნგრელი, პოლონელი, რუმინელი და უკრაინელი პარლამენტარები მონაწილეობდნენ. ტურნირის ბოლო დღეს თურქეთის გუნდი რუმინელებს დაუპირისპირდა, 2 :1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა".

"აიპრესი" შეეცდება გაარკვიოს სიმართლე, ვინ მოიგო ანტალიაში გამართული ამხანაგური ტურნირი - ქარველი პარლამენტარების თუ თურქი დეპუტატების გუნდმა.

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

17 საათის წინ

დღეს, შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს, მიტაკეუმმა მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა და ბოლო მეთხუთმეტე შეხვედრის შედეგების მიუხედავად, მას იმპერატორის თასს ვეღარავინ შეეცილება. მის უახლოეს მდევრებს, მე-9 და მე-13 მაეგაშირებს, იუტაკაიამას და ასანოიამას...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080