Daily Mail: ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგუბემ შიმშილობა დაიწყო

Daily Mail: ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგუბემ შიმშილობა დაიწყო

შინაპატიმრობაში მყოფმა ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"თუ იგი მოკვდება, სამხედროებსა დააკავებენ, ჯარს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება", - აცხადებს მუგაბეს ოჯახის ერთ-ერთი წევრი. თავის მხრივ, ერთ-ერთმა მინისტრმა მუგაბეს შიმშილობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ "მოხუცი ბევრ სხვადასხვა ხრიკს მიმართავს", რათა შექმნილ სიტუაციას თავი დააღწიოს. დღესვე, რობერტ მუგაბე მმართველი პარტიის ხელმძღვანელობიდან გადააყენეს.

17 ნოემბერს ზიმბაბვეს პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე საჯაროდ პირველად გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც სამხედრო ჯგუფმა მას ძალაუფლება ჩამოართვა. იგი დედაქალაქში უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ზიმბაბვეში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ, რომელიც 37 წელია ხელისუფლებაშია, ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვუ თანამდებობიდან გაათავისუფლა. იგი მუგაბეს მემკვიდრედ მიიჩნეოდა. მას ბრალად გადატრიალების მცდელობა ედება. 14 ნოემბერს, ზიმბაბვეში სამხედროებმა ღამით მომხდარი არეულობის დროს სახელმწიფო ტელეკომპანია ZBC-ის შენობა დაიკავეს და ფინანსთა მინისტრი იგნატიუს ჩომბო, პრეზიდენტი რობერტ მუგაბე და მისი მეუღლე გრეისი დააკავეს.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

6 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167