ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ზუგდიდში იმყოფება

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ზუგდიდში იმყოფება

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მოგზაურობს. ამდროისთვის სიწმინდე უკვე ზუგდიდში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წმინდა ნაწილებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მრევლთან ერთად დახვდა. 

წმინდა ნაწილები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში გადააბრძანეს, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ პარაკლისი აღავლინა. 

20 ნოემბერს ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სენაკისს და ჩხოროწყუს ეპარქიაში გადააბრძანებენ.

ცნობისთვის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 23 სექტემბერს საქართველოში ინდოეთიდან დროებით ჩამოაბრძანეს.

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

13 საათის წინ

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193