გურიის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

გურიის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

გურიის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გურიის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

გურიის რეგიონის 90 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს და წარმატებები უსურვეს გურიის გუბერნატორის მოადგილეებმა ქეთევან მოისწრაფეშვილმა, გია ებრალიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიზანი წარმატებით ხორციელდება და წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 2 470 წარჩინებული იყო, წელს კი 2 557 მოსწავლეა.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. #გურია2017 #განათლება2017

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი ახალი უნიფორმებით აღიჭურვა

18 წუთის წინ

ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იობიძემ თანამაშრომლებს სამუშაო სპეცტანსაცმელი - მაისურები, კეპები, საწვიმრები და ბოტები, გადასცა. წყალტუბოს დასუფთავებას 50-მდე მეეზოვე და დამხმარე ემსახურება.

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341