კახა ლაბუჩიძე: დიდი პასუხისმგებლობაა განვითარების საერთო გეგმაში მონაწილეობა

კახა ლაბუჩიძე: დიდი პასუხისმგებლობაა განვითარების საერთო გეგმაში მონაწილეობა

ისნის რაიონის გამგებლობის კანდიდატმა კახა ლაბუჩიძემ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა “ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად საქმიანობა.

“დიდი პასუხისმგებლობაა იმ განვითარების საერთო გეგმაში მონაწილეობის მიღება, რომელსაც ეს გუნდი აპირებს. რაიონს შესაბამისად ვიცნობ და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“-აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ  დღეს დედაქალაქის ახალი გამგებლები წარადგინა.

საბურათლოს რაიონს უხელმძღვანელებს გაიოზ ვასაძე. ვაკის რაიონს ნოდარ ტურძელაძე, ჩუღურეთის რაიონს ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბეს ირმა ზავრადაშვილი, ნაზალადევს ირაკლი ხელაძე, გლდანს ეკა მიქაუტაძე, კრწანისს ლევან ჯაფარიძე, მთაწმინდას დავით კირკიტაძე, ისანს კახა ლაპუჩიძე, სამგორს დაბვით კერესელიძე.

კანდიდატურები დღესვე გადაეგზავნება თბილისის საკრებულოს.

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

24 წუთის წინ

მათივე ცნობით, შეხვედრას არ დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  შეგახსენებთ, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. სწორედ ამას უკავშირდება "ოცნების" შეხვედრა. 

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167