უგულავა: მთავრობაში ისეთ გადაადგილებებს ვხედავთ, სადაც მხოლოდ ერთი ნიშანია - ივანიშვილთან სიახლოვე

უგულავა: მთავრობაში ისეთ გადაადგილებებს ვხედავთ, სადაც მხოლოდ ერთი ნიშანია - ივანიშვილთან სიახლოვე

"ევროპული საქართველოს"  ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს უაროფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მინისტრების წარდგენა ექსრემიერ ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვით მოხდა. როგორც მან გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა, "კრიზისების საბჭო პატიოსანი გვამების დასვენების ადგილად აქციეს მაღალი ხელფასით".  

"ჩვენ ვხედავთ ისეთ გადაადგილებებს, სადაც მხოლოდ ერთი ნიშანია და ეს ერთი ნიშანი არ არის პროფესიული, არც პოლიტიკური კარიერა ამა თუ ადამიანის, ეს არის ერთადერთი-ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვე. ბატონ გახარიას საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს შსს-თან და არც პოლიტიკურ მძიმეწონიან ფიგურას ის არ წარმოადგენს, რადგან მას საზოგადოება არ იცნობს.

არანაკლებ გაუგებარი და მიუღებელია ჩემთვის ფინანსთა მინისტრის დანიშვნა, ბატონ ბახტაძეს ვგულისხმობ. შეგახსენებთ, ეს ადამიანი 2013 წლიდან არის საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ის რკინიგზაში წარმატებული ვერ არის. მის შესახებ ჩვენ ვიცით ერთადერთი რამ რომ, 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილნა თქვა, რომ ის არის კარგი ბიჭი",-განაცხადა უგულავამ.  

აღარაფერს ვამბობ გაუგებარ კრიზისების საბჭოზე პატიოსანი გვამების დასვენების ადგილად რომ აქციეს მაღალი ხელფასით. ეს საერთოდ გაუგებარი რაღაც იყო",-აცხადებს უგულავა.  

კილაძე: პრემიერი თუ გადაწყვეტს, რომ წულუკიანი მინისტრობის კანდიდატი იყოს, მხარს დავუჭერ

კილაძე: პრემიერი თუ გადაწყვეტს, რომ წულუკიანი მინისტრობის კანდიდატი იყოს, მხარს დავუჭერ

4 საათის წინ

რაც შეეხება საკითხს, უნდა იყოს თუ არა თეა წულუკიანი ახალ მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც პრემიერი 2-3 კვირაში დაასახელებს, კილაძე ამბობს, რომ ეს მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია.  თუმცა, თუ მამუკა ბახტაძე თეა წულუკიანს მინისტრობის კანდიდატად...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172