კალაძე: ნარმანიას არ უნდა დავუკარგოთ ის შრომა, რომელიც ამ ადამიანმა 3 წლის განმავლობაში გაწია

კალაძე: ნარმანიას არ უნდა დავუკარგოთ ის შრომა, რომელიც ამ ადამიანმა 3 წლის განმავლობაში გაწია

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას განაცხადა, რომ თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანიას დროს ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა.

"ყოველთვის ვსაუბრობ იმ გაკეთებულ სამქმეებზე, რომელიც დათოს მერობის დროს გაკეთდა. რა თქმა უნდა, დათოს არ უნდა დავუკარგოთ ის ამაგი და შრომა, რომელიც ამ ადამიანმა 3 წლის განმავლობაში გააკეთა და განახორციელა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ 3 წელი არის ძალიან ცოტა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა.

ძალიან რთული იყო მუშაობა უგულავას მერობის შემდეგ. კონკრეტული შემთხვევები შემიძლია დავასახელო, როცა საბოტაჟი იყო, თუმცა დათომ მოახერხა გადაწყობა, გადალაგება და დღეს ყველანაირი საფუძველი, საძირკველი არსებობს რომ ავაშენოთ, ამაზე მოვახდინოთ ქალაქის განვითარება ქალაქის წინსვლა, სწორი განაშენიება. ძალიან ბევრი პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო,რაც დათოს მერობის პირობებში განხორციელდა", - განაცხადა კახა კალაძემ. 

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

4 წუთის წინ

მისი თქმით, საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.  "ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126