კახა კალაძე: 12 თვეში 30-ჯერ პრემიის გამოწერა მისასალმებელი არ არის

კახა კალაძე: 12 თვეში 30-ჯერ პრემიის გამოწერა მისასალმებელი არ არის

თბილისის მერი კახა კალაძე მაღალჩინოსნების მიერ პრემიის შესაძლო აღების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 12 თვის განმავლობაში 30-ჯერ პრემიის გამოწერა მისასალმებელი არ არის. როგორც მან გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა, მერიის თანამშრომლების ხელფასი სამინისტროს თანამშრომლების ხელფასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.     

"რა თქმა უნდა, გადამეტებული არაფერი ვარგა. იმაზე ვერ დავიწყებ საუბარს, რომ 12 თვის განმავლობაში 30-ჯერ რომ პრემიას გამოწერ, ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში პრემიაც უნდა იყოს, ხელფასიც ნორმალური უნდა იყოს. სხვათაშორის, მერიის თანაშრომლების ხელფასებს თუ გადახედავთ და შედარებას გააკეთებთ სამინისტროს თანმაშრომლებთან, მერიაში გაცილებით ნაკლებია ხელფასი, ვიდრე სამინისტროში მომუშავე ადამიანებისთვის",-განაცხადა კალაძემ. 

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

4 წუთის წინ

მისი თქმით, საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.  "ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126