კახა კალაძე: არავის დავინდობთ, ვინც კორუფციაში იქნება შემჩნეული

კახა კალაძე: არავის დავინდობთ, ვინც კორუფციაში იქნება შემჩნეული

თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ თბილისის მერიაში ვინც კორუფციაში იქნება შემჩნეული, კანონის ფარგლებში აუცილებლად აგებს პასუხს. 

"არავის დავინდობთ ვინც რაიმე სახით გაბედავს და კორუფციის მიმართულებით იქნება შემჩნეული. ადექვატურ ზომებს მივიღებთ, კანონის ფარგლებში ყველა პასუხს აგებს. რა თქმა უნდა, ისიც მიხარია, რომ წლების წინ ყველა ის ადამიანი, რომელიც რაიმე სახით შემჩნეული იყო კორუფციაში, არაკანონიერ გარიგებაში, მაშინვე მოჰყვა მყისიერი რეაგირება და ამ ადამიანებს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწიათ. რა თქმა უნდა, ეს მომავალში გაგრძელდება.

სხვანაირად შეუძლებელია ქალაქის განვითარება, შეუძლებელია ქალაქის მოწესრიგება. ჩვენ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. როდესაც მოვდიოდი, ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები, ვინც ჩემთან იმუშავებენ კომპეტენტურები, პროფესიონალები და რაც მთავარია, პატიოსნები იყვნენ", - განაცხადა კახა კალაძემ. 

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

3 წუთის წინ

მისი თქმით, საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.  "ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126