კახა კალაძე: მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები სწორი გადაწყვეტილება იყო, რასაც მივესალმები

კახა კალაძე: მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები სწორი გადაწყვეტილება იყო, რასაც მივესალმები

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს და იმედოვნებს, რომ სამინისტროები ეფექტიანად გააგრძელებენ მუშაობას. როგორც მან გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა, პრემიერის გადაწყვეტილება წინგადადგმული ნაბიჯია. 

"ზოგადად, სახელმწიფოს სტრუქტურები, ისევე როგორც მერია ორიენტირებული უნდა იყოს ადამაინებზე. უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურები, შესაბამისად ცვლიელებები, რომელიც განხორციელდება, წინგადადგმული ნაბიჯია და ის განპირობებულია უკეთესობისადმი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ხვალიდენლი დღე უკეთესი იყოს.

შესაბამისად, გადაწყვეტილებას, რაც პრემიერმა გამოაცხადა, მივესალმები. ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ განახორციელებენ ამ შერწყმის შემდეგ მუშაობას სამინისტროები. პირადად მგონია, რომ ძალიან სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და სამინისტროები ეფექტიანად გააგრძელებენ მუშაობას ",-განაცხადა კალაძემ. 

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

4 წუთის წინ

მისი თქმით, საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.  "ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126