თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრებმა უკვე დაიწყეს აეროპორტის შენობაში შესვლა და რეგისტრაციის გავლა. როგორც ჩანს 112-ში შესული ინფორმაცია არ დადასტურდა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
 
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, "112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება".
მეტროსადგურ "ვარკეთილში" უხარისხო სამუშაოების შესრულების გამო სამ პირს ბრალდება წარედგინა

მეტროსადგურ "ვარკეთილში" უხარისხო სამუშაოების შესრულების გამო სამ პირს ბრალდება წარედგინა

1 საათის წინ

"საქართველოს პროკურატურამ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების საქმეზე, შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გულგრილობის, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167